Saturday, October 10, 2009

ვიცნობდეთ ქალაქის სასახელო ადამიანებს


პროექტის სახელი: ვიცნობდეთ ჩვენი ქალაქის სასახელო ადამიანებს.

პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს
კომპ. ჯ. ბეგლარიშვილზე და პოეტ ვ. ჩხიკვაძეზე

პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მიაწვდის ინფორმაციას: გორშიც არიან კომპოზიტორები და პოეტები, რომელთა გაცნობაც ყველა გორელისთვის საამაყო და აუცილებელიც კია.
მოსწავლეებში გაჩნდება სურვილი რომელიმე მათგანის გაცნობის.
არჩევანი შეჩერდება კომპოზიტორ ჯ. ბეგლარიშვილზე, რომელმაც გორს სასიამოვნოდ მოსასმენი სიმღერა დაუწერა და პოეტ ვ. ჩხიკვაძეზე, რომლის კალამსაც ეკუთვნის ბევრი საბავშვო ლექსი, პიესა თუ მოთხრობა.
მოსაწავლეები მასწავლებელთან ერთად დაიწყებენ ფიქრს, სად და როგორ მოიძიონ ინფორმაციები მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
რამდენიმე მოსწავლე კომპიუტერში მოიძიებს, ზოგი პირადად შეხვდება და აიღებს ინტერვიუს, რომელსაც გამოიყენებენ სცენარის შესაქმნელად.
შეათანხმებენ დღეს და დაინიშნება ღონისძიება IV საჯარო სკოლაში.
სტუმრებთან ერთად ღონისძიებას დაესწრებიან მშობლები, მასწავლებლები და სხვა მსურველები.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ კომპოზიტორისა და მწერლის როგორც ბიოგრაფიას, ისე მათ შემოქმედებას. მოხდება მათი ბიოგრაფიებიდან ეპიზოდების ჩვენება პროექტორით. დამსწრე საზოგადოება მოისმენს ჯ.ბეგლარიშვილის სიმღერას გორზე და ვ. ჩხიკვაძის პიესას „კარნავალი უღრანეთში,“ რომელსაც მოსწავლეები დიდი მონდომებით შეასრულებენ.
ღონისძიების ბოლოს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და გადაიღებენ ფოტოებს.

მონაწილეთა ასაკი: 9-10 წლის მოსწავლეები, IV კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ღონისძიების გეგმას და შეუდგებიან მუშაობას რეპეტიციების სახით.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ინტერნეტით მოიპოვებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თემაზე. აიღებენ ინტერვიუებს. გაულამაზებენ ცხოვრებას პატარა ღონისძიებით და მცირედი საჩუქრებით.

სასარგებლო სხვებისთვის: გაეცნობიან გორელ კომპოზიტორს და პოეტს,
მათ ბიოგრაფებსა და შემოქმედებას.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, ისტ-ის გამოყენება.

პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა თაყაძე

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: x.tayadze@gmail.com